ფეხბურთი

12:19 | 4.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

დიბალამ „ალ-ჰილალის“ შეთავაზება უარყო

„რომას" თავდამსხმელმა, პაულო დიბალამ, უარი თქვა საუდის არაბეთში გადასვლაზე.

Il Messaggero-ს ცნობით, 29 წლის ფეხბურთელის ტრანსფერით „ალ-ჰილალი“ იყო დაინტერესებული. კლუბი რომაელებს 12 მილიონ ევროს სთავაზობდა გამოსასყიდად, თავად ფეხბურთელს კი ხელფასის მნიშვნელოვანი გაზრდას ჰპირდებოდა. „რომაში“ არგენტინელი წელიწადში 6 მილიონ ევროს იღებს.

თუმცა, დიბალამ ამ შეთავაზებაზე უარი თქვა, რადგან რომაულ გუნდში დარჩენას აპირებს.

არგენტინელი ფეხბურთელი „რომაში“ 2022 წლის ზაფხულიდან თამაშობს. არსებული კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. 2022/23 წლების სეზონში ყველა ტურნირზე მან 38 მატჩი ჩაატარა, 18 ბურთი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109456