ფეხბურთი

11:20 | 4.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეი შევჩენკო: „მუდრიკს ყველაფერი აქვს პრემიერლიგაში თავის გამოსაჩენად“

„ჩელსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, ანდრეი შევჩენკომ, ლონდონურ კლუბში უკრაინელი გარემარბის, მიხაილო მუდრიკის პერსპექტივებზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, რომ მუდრიკს აქვს ყველაფერი, თავისი შესაძლებლობების გამოსავლენად. მას მხოლოდ მოთმინება და ძალისხმევა სჭირდება, შანსს უნდა დაელოდოს. პრემიერლიგა ხომ ძალიან კონკურენტუნარიანი ჩემპიონატია, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ლიგა.

მასში გადახდილი თანხა დამატებითი ზეწოლაა. მაგრამ არ მგონია, რომ ეს ფული უკეთეს მოთამაშედ გაქცევდეს, ეს მხოლოდ დამატებითი ტვირთია.“ - ციტირებს შევჩენკოს სიტყვებს talkSPORT.

მუდრიკი „ჩელსიში“ წლეულს იანვარში გადავიდა70 (+ 30 ბონუსები) მილიონ ევროდ. 2022/2023 წლების სეზონის მეორე ნახევარში მან „არისტოკრატების“ შემადგენლობაში ყველა შეჯიბრში 17 მატჩი ჩაატარა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან 2031 წლის ივნისის ბოლომდე მოქმედებს.

ამჟამად ის უკრაინის 21-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ახალგაზდულ ევროპის ჩემპიონატზე თამაშობს. ტურნირის ნახევარფინალში უკრაინელები, ხვალ, 5 ივლისს, ესპანელ თანატოლებს შეხვდებიან ბუქარესტში. თბილისის დროით მატჩი 23 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114646