ფეხბურთი

10:27 | 3.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

პატრიკ ვიეირა ფრანგული კლუბის მწვრთნელად დაინიშნა

ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი პატრიკ ვიეირა „სტრასბურის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ამრიგად, ის სამშობლოში დაბრუნდა, სადაც 2018-2020 წლებში „ნიცას“ ავარჯიშებდა, ახლა კი მუშაობა „სტასბურში“ დაიწყო.

ვიეირა ბოლოს ინგლისური „კრისტალ პალასის“ მწვრთნელი იყო, საიდანაც წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს, სამწვრთნელო კარიერა კი „ნიუ-იორკ სიტიში“ დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129921