ფეხბურთი

1:11 | 3.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინა ნახევარფინალშია, საქართველომ ოლიმპიადაზე გასვლის შანსი დაკარგა

უკრაინის 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ბოლო ნახევარფინალისტი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველომ პარიზის ოლიმპიადაზე გასვლის შანსი დაკარგა.

რუსლან როტანის გუნდმა ფავორიტი საფრანგეთი დიდებულ სტილში 3:1 დაამარცხა და ტურნირზე ასპარეზობას აგრძელებს. თავიდან საფრანგეთი იგებდა რაიან ჩერკის ეფექტური გოლით, მაგრამ ცოტა ხანი, პირველივე ტაიმში უკრაინა დაწინაურდა.

მიხაილო მუდრიკმა ჯერ პენალტი მოიპოვა, რომელიც გეორგი სუდაკოვმა გაიტანა, ხოლო 44-ე წუთზე მუდრიკმა გასაოცარი პასი გააკეთა, სუდაკოვი მეკარეს შეატოვა და მანაც დუბლი გაიფორმა. 86-ე წუთზე საბოლოო ანგარიში არტიომ ბონდარენკოს გოლით დაფიქსირდა - 3:1 უკრაინელთა სასარგებლოდ.

ნახევარფინალში უკრაინის ნაკრები 5 ივლისს ესპანეთს შეხვდება, რომლებმაც ჯგუფში ფრედ 2:2 ითამაშეს ერთმანეთში, მეორე ნახევარფინალში კი იმავე დღეს ინგლისი და ისრაელი დაუპირისპირდებიან (ჯგუფში ისინიც შეხვდნენ და ინგლისმა 2:0 მოიგო).

პარიზის ოლიმპიადის საგზურიც ისრაელს, უკრაინას და ესპანეთს ერგოთ, მასპინძელ საფრანგეთთან ერთად.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს კი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალსა და ოლიმპიადაზე მოსახვედრად ერთი, ძალიან პატარა ნაბიჯი დააკლდა.

საფრანგეთი - უკრაინა 1:3 (1:2)

გოლები: 1:0 ჩერკი (19), 1:1 სუდაკოვი (32, პენ), 1:2 სუდაკოვი (44), 1:3 ბონდარენკო (86)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12063