ფეხბურთი

18:18 | 1.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სევილიას" ფინანსური კრიზისი აქვს და ყველა ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენეს

ესპანურ „სევილიას“ ფინანსური კრიზისი აქვს და კლუბის პრეზიდენტმა ყველა ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ანდალუსიური კლუბის რიგებში ხელშეუხებელი არავინ არ არის და მისაღები წინადადების შემთხვევაში ისინი ნებისმიერ ფეხბურთელს შეელევიან.

სევილიელები ამ გზით აპირებენ ვალის დაფარვას, რომელიც დაახლოებით 90 მილიონ ევროს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ „სევილიამ“ ერთი თვის წინ ისტორიაში მეშვიდედ მოახერხა რანგით მეორე ევროტურნირის, ევროპა ლიგის მოგება.

თეგებისევილია
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116243