თამაშგარე

19:10 | 29.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვანდამ ბუღებისკენ გაიწია

დაე ყველამ იმდენ ხანს ვიცოცხლოთ, რამდენი ავი სიტყვაც მაურო იკარდის ყოფილ ცოლსა და აგენტს, ვანდა ნარას გულ-ჯიგარში მოხვედრია! მაგრამ ვანდა ის ქალი არაა, ტკივილი ვერ გადაიტანოს და მალევე არ აღორძინდეს ვითარცა ფენიქსი და ვითარცა ახლა უძლურებასა შინა მყოფი საფეხბურთო კლუბი „ესტუდიანტესი“.

მას შემდეგ რაც ვეტერანი არგენტინელი მეგოლე და ასევე ვეტერანი არგენტინელი მოდელი დაშორდნენ, იმდენი საზიზღრობა ილაპარაკეს ერთმანეთზე, ვერა საიტი ამას ვერ დაიტევს. ან როგორ დატევდა, როდესაც სიძულვილის ალს ქალბატონი ვანდა მალიმალ შეუნთებდა ხოლმე ბოღმის ნაკვერჩხლებს.

ახლა კი, როდესაც ეს წყვილი მტერ-მოყვარემ მიივიწყა, ცნობილი გახდა, რომ ვანდა ნარა კიდევ ერთხელ (მეოთხედ) თხოვდება და ამჯერად მისი რჩეული არგენტინელი მილიონერია, რომელსაც პამპასებში საქონლის დიდი ფერმები ჰქონია. აბა ვანდასაც მეტი რა უნდა? სახლში თუ ეზოში, ბუღის ბღავილი არ მოაკლდება!

თეგებივანდა ნარა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120788