ფეხბურთი

13:54 | 29.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა" ბროზოვიჩს უსახსრობის გამო ვერ ყიდულობს

„ბარსელონა" „ინტერის" ნახევარმცველ მარსელო ბროზოვიჩისთვის შეთავაზებას კლუბში არსებული მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო აღარ გააკეთებს - გვამცნობს Diario Sport.

გერმანელი ნახევარმცველის, ილკაი გიუნდოგანის ხელმოწერის შემდეგ, „ბარსელონა“ ვერ ახერხებს სხვა ოპერაციების განხორციელებას იმ ეკონომიკური შეზღუდვების გამო, რომელსაც კლუბი აწყდება. ბიუჯეტში არ არის საკმარისი თანხა მთავარი მწვრთნელის, ჩავის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

თუმცა, სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს, თუ „ბარსელონა“ წარმატებით დაემშვიდობა ფეხბურთელებს, რომლებიც ამ ზაფხულს იჯარიდან დაბრუნდებიან. მათ შორის იუმტიტის, დესტს, ლანგლეს და სხვებსვ. ამ ფეხბურთელების იჯარიდან დაბრუნება კლუბს დამატებით 50 მილიონი ევრო დაუჯდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111351