ფეხბურთი

21:25 | 28.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ჰამბურგს" საბა საზონოვის ტრანსფერზე მოცდა მოუწევს

გერმანული „ჰამბურგი“ საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „დინამოს“ მცველის, საბა საზონოვის მიმართ ინტერესს იჩენს და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა Bild-მა.

ცნობილი გერმანული გამოცემა წერს, რომ „ჰამბურგს“ ლოდინი მოუწევს, რადგან საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა და საზონოვს ტურნირის დასრულებამდე კონცენტრაციის სხვა საკითხებზე გადატანა არ სურს. ამიტომ, გერმანულ კლუბს იქამდე მოუწევს მოცდა, სანამ საქართველო ტურნირზე თამაშობს.

საბას „დინამოსთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წელი აკავშირებს. საზონოვი „ზენიტის“ აკადემიაში გაიზარდა, მოსკოვის „დინამოში“ კი 2021 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში მან 24 მატჩში 1 გოლი გაიტანა. საბა გასული წლიდან საქართველოს მოქალაქეა და ეროვნულ ნაკრებში 2 მატჩი ჩაატარა, ახლა კი ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე თამაშობს, სადაც ჯგუფში სამივე თამაშში მიიღო მონაწილეობა და გოლიც გაიტანა.

„ჰამბურგი“ 2018 წლიდან მეორე ბუნდესლიგაშია და ყოველთვის ერთი ნაბიჯი აშორებს ბუნდესლიგაში დაბრუნებასთან. წელსაც გადამწყვეტი პლეი-ოფი წააგო, რეგულარულ სეზონში კი 1 ქულა დააკლდა. 2021-2022 წლების სეზონის მეორე ნახევარში „ჰამბურგში“ გიორგი ჩაკვეტაძე თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113186