ავტოსპორტი

21:50 | 26.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ყაზახი მილიარდერის გუნდი ფ1-ში შეღწევას ცდილობს

ბრიტანულმა სარბოლო გუნდმა „ჰაიტეკ გრან პრიმ“ ოფიციალურად განაცხადა, რომ ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატში 2026 წლიდან ჩართვაზე განცახადი შეიტანა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც „ჰაიტეკის“ აქციების 25 პროცენტს ყაზახი მილიარდერი ვლადიმირ კიმი დაეუფლა.

„ჰაიტეკ გრან პრი“ ამჟამად ფორმულა 2-ის, ფორმულა 3-ის და ფორმულა 4-ის ჩემპიონატებში ასპარეზობს და მისი ორგანიზაციაში სულ 150 ადამიანი არის დასაქმებული. გუნდი სილვერსტოუნზეა ბაზირებული.

საინტერესოა, რომ ფორმულა 1-ში გადასვლამდე, სწორედ „ჰაიტეკში“ ასპარეზობდა სკანდალურად ცნობილი რუსი პილოტი ნიკიტა მაზეპინი, ვინც ფ1-ის ამერიკულმა გუნდმა „ჰაასმა“, რუსეთის მიერ, უკრაინაში ომის გაჩაღების შემდეგ დაითხოვა.

„მას შემდეგ, რაც 20 თვის განმავლობაში ვგეგმავდით და სილვერსტოუნის ბაზაზე ვემზადებოდით, „ჰაიტეკმა“ FIA-ს ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატში 2026 წლიდან ჩართვაზე ოფიციალური განაცხადი გააკეთა“, - ნათქვამია „ჰაიტეკის“ ოფიციალურ განცხადებაში.

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) თებერვალში გამოაცხადა, რომ დაიწყო განაცხადების მიღების პროცესი, რომლის მიზანიც, ფორმულა 1-ში გუნდების რიცხვის დადგენილ მაქსიმუმამდე, 12-მდე გაზრდაა. მაშინ გამოცხადდა, რომ განხილვის შემდეგ, კონსტრუქტორთა ჩემპიონატს ერთი, ან ორი ახალი გუნდი დაემტება.

„ჰაიტეკამდე“ FIA-ში განაცხადი ამერიკულმა „ანდრეტი გლოუბლმა“ შეიტანა, რომელსაც მხარს ამერიკული საავტომობილო გიგანტი „ჯენრალ მოტორსი“ (ბრენდი კადილაკი) უჭერს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111638