ფეხბურთი

16:04 | 26.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლუკა მოდრიჩმა "რეალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

მადრიდის „რეალთან“ ლუკა მოდრიჩმა კონტრაქტი გაახანგრძლივა, შესაბამისად, ისევ „სამეფო კლუბის“ რიგებში ითამაშებს.

ხორვატმა ხელშეკრულება ერთი წლით, 2024 წლის ზაფხულამდე განაახლა. მანამდე მისი კონტრაქტი 30 ივნისს იწურებოდა. ლუკამ უარი თქვა საუდის არაბეთში წასვლაზე, საიდანაც ძალიან სარფიანი შეთავაზება ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ ლუკა მოდრიჩმა „რეალში“ 2012 წლიდან დღემდე 488 შეხვედრაში 37 გოლი გაიტანა, იქამდე კი „ტოტენჰემისა“ და ზაგრების „დინამოს“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114489