ფეხბურთი

18:35 | 25.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანს სამწვრთნელო ასპარეზზე დაბრუნება სურს

ზინედინ ზიდანს სამწვრთნელო ასპარეზზე დაბრუნება სურს. როგორც ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, აკლია ის ადრენალინი, რასაც მწვრთნელობისას იღებს.

„იმედი მაქვს, რომ მალე დავუბრუნდები სამწვრთნელო საქმიანობას. რა თქმა უნდა, ეს ადრენალინი მაკლია, მჭირდება. საფრანგეთში მუშაობა? შეიძლება, არაფერი უნდა იყოს გამორიცხული და აკრძალული. ვიცი რა მინდა დღეს და რა - არა“, - თქვა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანს სამწვრთნელო კარიერაში მხოლოდ მადრიდის „რეალში“ აქვს ნამუშევარი, მაგრამ 2021 წლის შემდეგ თავისუფალია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11697