ფეხბურთი

15:08 | 25.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

მარსელო ბროზოვიჩის საუდის არაბეთში ტრანსფერი გადაწყდა

ხორვატიის ნაკრებისა და მილანის „ინტერის“ ნახევარმცველი მარსელო ბროზოვიჩი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს. იტალიური მედიის ცნობით, „ალ-ნასრთან“, სადაც კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს, ყველა დეტალი შეთანხმებულია.

„ინტერი“ ბროზოვიჩის სანაცვლოდ 23 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო ხორვატის ხელფასი სეზონში 20 მილიონი ევრო იქნება. მხარეებს შორის 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება, ინფორმაციას მხოლოდ ოფიციალური დასტური აკლია.

მარსელო ბროზოვიჩი „ინტერში“ 2015 წლიდან თამაშობს და 330 შეხვედრაში 31 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „ლოკომოტივას“ და „დინამო ზაგრების“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108609