ფეხბურთი

17:08 | 24.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტონალის აგენტი: "ასეთ შეთავაზება უარის თქმა რთული იყო, ფინანსურად ეს "მილანსაც" დაეხმარება"

სანდრო ტონალის აგენტმა ჯუზეპე რისომ „ნიუკასლში“ თავისი აგენტის ტრანსფერზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ეს ტრანსფერი „მილანს“ და „ბრეშას“ ფინანსურად დაეხმარება და მასზე უარის თქმა რთული იყო.

„ტრანსფერი ჯერ დახურული არ არის, მცირე დეტალები დარჩა, ამიტომ ცოტა ლოდინი მოგვიწევს. ასეთ შეთავაზებაზე უარის თქმა რთულია. ფეხბურთელსა და კლუბზე გიჟური ზეწოლა იყო. „ნიუკასლთან“ ტონალის პირადი კონტრაქტის ყველა დეტალზე შევთანხმდით, ახლა ორი კლუბი ასრულებენ შეთანხმებას.

სანდრო თავის მომავალს მშვიდად უყურებს, რადგან იცის, რომ როდესაც ასეთი დიდი შეთავაზება მოდის, ასეთი ცნობილი კლუბიდან, ძნელია უარის თქმა, როგორც კლუბისთვის, ასევე თავად ფეხბურთელებისთვის. როგორც კი, კლუბები შეთანხმდებიან, ტონალი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, ეს უახლოეს დღეებში მოხდება.

სინამდვილეში შესანიშნავი გარიგებაა და „ნიუკასლის“ პროექტი ტონალისთვის იდეალურია. მათ სურდათ, ამ ზაფხულის მთავარი შენაძენი სანდრო ყოფილიყო. დარწმუნებული არ, ის გუნდის მთავარი მოთამაშე გახდება. გარდა ამისა, ეს ტრანსფერი ფინანსურად დიდად დაეხმარება „მილანს“ და „ბრეშას“. რატომ ჭიანურდება კონტრაქტის გაფორმება? ტექნიკური დეტალები და ბიუროკრატიული საკითხების გამო“, - თქვა რისომ.

შეგახსენებთ, რომ ტონალი „ნიუკასლთან“ 6-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ფეხბურთელის ხელფასი სეზონში 10 მილიონი ევრო იქნება, ხოლო „მილანი“ დაახლოებით 80 მილიონ ევროს მიიღებს, მის ყოფილ კლუბ „ბრეშას“ კი 8 მილიონი ერგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117546