ფეხბურთი

22:30 | 23.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ვულვზმა" რუბენ ნევეში საუდის არაბეთში სარეკორდო ფასად გაყიდა

„ვულვერჰემპტონის“ ნახევარმცველი რუბენ ნევეში „ალ-ჰილალში“ გადავიდა. საუდის არაბეთის კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

რუბენ ნევეშმა კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა და სეზონში 25 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. 26 წლის პორტუგალიელის სანაცვლოდ „ვულვზმა“ 55 მილიონი ევრო მიიღო, რის შედეგადაც თავის ისტორიაში ყველაზე მეტი ფული გამოიმუშავა ფეხბურთელის გაყიდვიდან.

ნევეში „ვულვზში“ 2017 წლიდან თამაშობდა და 253 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე „პორტუს“ ღირსებას იცავდა. პორტუგალიის ნაკრებში მას 40-ჯერ აქვს ნათამაშები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118333