10:47 | 22.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ატლეტიკო“ ტეო ერნანდესით დაინტერესდა

„მილანის“ მცველმა, ტეო ერნანდესმა, შესაძლოა, კარიერა ესპანეთში გააგრძელოს - წერს Sky Sport Italia.

წყაროს ცნობით, 25 წლის ფრანგის შეძენაზე პრეტენზიას „ატლეტიკო“ აცხადებს. თუმცა, მადრიდელებს ფინანსური პრობლემები აქვთ - ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოთამაშის საყიდლად კლუბმა 80 მილიონი ევრო გამონახოს.

2022/23 სეზონში ერნანდესმა ყველა ტურნირზე 45 მატჩი ჩაატარა, 4 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.108023