ფეხბურთი

21:38 | 20.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

შოტლანდიასთან საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შოტლანდიის ნაკრებს გლაზგოში დაუპირისპირდება.

ცნობილია ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობა. ვილი სანიოლმა კვიპროსთან მატჩთან შედარებით სასტარტოში 4 ცვლილება მოახდინა. სოლომონ კვირკველია, ლაშა დვალი, საბა ლობჟანიძე და ლუკა გაგნიძე ძირითადში იქნებიან, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი და ირაკლი აზაროვი - თადარიგში.

შოტლანდია (3-5-2): განი; პორტეუსი, ჰენდრი, ტირნი - ჰიკი, მაკტომინეი, გილმური, მაკგრეგორი, რობერტსონი; მაკგინი, დიკსი

საქართველო (3-5-2): მამარდაშვილი; კვირკველია, კაშია, დვალი; ლობჟანიძე, გაგნიძე, კვეკვესკირი, კიტეიშვილი, კაკაბაძე; კვარაცხელია, მიქაუტაძე

შეგახსენებთ, რომ შოტლანდია 3 თამაშში 9 ქულით ჯგუფის ლიდერია, ხოლო საქართველო ორ მატჩში მოპოვებული 4 ქულით მეორე ადგილზეა. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116623