ფეხბურთი

11:20 | 20.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერის“ ნახევარმცველი, ბროზოვიჩი, შესაძლოა, „ალ-ნასრში“ გადავიდეს

„ინტერის“ ნახევარმცველმა, მარსელო ბროზოვიჩმა, შესაძლოა, კარიერა „ალ-ნასრში“ გააგრძელოს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.

წყაროს ცნობით, საუდურმა კლუბმა იტალიელებს ნახევარმცველისთვის 15 მილიონი ევრო უკვე შესთავაზა.

30 წლის ბროზოვიჩი „ინტერს“ 2015 წლის იანვარში შეუერთდა. ხორვატის კონტრაქტი მილანურ კლუბთან 2026 წლამდეა ძალაში.

2022/23 სეზონში მან იტალიურ კლუბში 40 მატჩი ჩაატარა, სამი ბურთი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112455