ფეხბურთი

18:16 | 19.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

შოტლანდიელი მცველი: "კვარაცხელია ტოპ ფეხბურთელია, მასთან თამაში გამოწვევაა"

შოტლანდიის ნაკრების მცველმა აარონ ჰიკმა საქართველოსთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. „ბრენტფორდის“ მარჯვენა მცველს ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაში მოუწევს და როგორც თქვა, ეს მისთვის გამოწვევაა.

„ჩვენი თავდაჯერება ძლიერდება, როდესაც ისეთი ფეხბურთელების წინააღმდეგ ვთამაშობთ, როგორებიც ოდეგორი და ჰოლანდი არიან. ყველას გვჯერა საკუთარი თავის, როგორც გუნდის. ერთად მუშაობთ და ვიზრდებით, როგორც გუნდი. ვიცით, რომ საქმე გუნდურად უნდა შევასრულოთ, თავმდაბლები უნდა ვიყოთ და სიმშვიდე შევინარჩუნოთ.

ყველამ ვიცით, რომ ხვიჩა კვარაცხელია ტოპ ფეხბურთელია. მოუთმენლად ველი მის წინააღმდეგ თამაშს, ეს ჩემთვის გამოწვევა იქნება. მთელმა გუნდმა იცის, რომ უბრალოდ უნდა ვეცადოთ და ჩავკეტოთ ის, რამდენადაც შეგვიძლია. როცა საუკეთესოს ხვდები და მოედანზე შედიხარ, იცი რა უნდა გააკეთო და ემზადები იმის გაცნობიერებით, რომ ის საუკეთესო მოთამაშეა. ეს გამოწვევაა და ამ ტიპის ფეხბურთელებიც გაუმჯობესებენ, მათგან შეგიძლიათ ისწავლოთ, კარგი გამოწვევა იქნება“, - თქვა ჰიკმა.

შეგახსენებთ, რომ შოტლანდია - საქართველოს მატჩი 20 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103326