ფეხბურთი

15:30 | 16.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" შესაძლოა "ინტერიდან" გალიარდინი დაიმატოს

მილანის „ინტერს“ რობერტო გალიარდინი დატოვებს, რომელსაც კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება.

29 წლის ფეხბურთელმა ინფორმაცია თავად დაადასტურა, შესაბამისად თავისუფალი აგენტი გახდება და ახალ კლუბს ეძებს. იტალიურმა მედიამ კი ის „მილანს“ დაუკავშირა. La Repubblica-ს ცნობით, გალიარდინი „ინტერს“ დატოვებს, მაგრამ შეიძლება ქალაქი არ შეიცვალოს.

საინტერესოა, რომ რობერტოს კარგად იცნობს სტეფანო პიოლი, რადგან ისინი „ინტერში“ ერთად მუშაობდნენ. ჯერჯერობით, ფეხბურთელის პირადი კონტრაქტის დეტალები უცნობია და ისიც, რამდენად სერიოზულია „როსონერის“ მხრიდან ინტერესი.

რობერტო გალიარდინი „ინტერში“ 2017 წლის ზამთრიდან თამაშობს. მას შემდეგ მან 190 მატჩში 16 გოლი გაიტანა, თუმცა მოლოდინი ვერ გაამართლა. მანამდე ის „ჩეზენას“, „სპეციას“, „ვიჩენცასა“ „ატალანტას“ წევრი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112405