ფეხბურთი

1:07 | 14.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძე: "ყველა მზად ვართ, რომ წარმატებული სერია გავაგრძელოთ"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა საბა ლობჟანიძემ ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის მოახლოებული მატჩების წინ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, გუნდში კარგი განწყობაა და მზად არიან, წარმატებული სერია გააგრძელონ:

"ხანგრძლივი და კარგი მოსამზადებელი ეტაპი გვაქვს ჯგუფის ორ მნიშვნელოვან თამაშამდე. ორივე მოწინააღმდეგე განსხვავებული სტილის გუნდია, თავდაპირველად სრულო კონცენტრაცია გვაქვს კვიპროსთან თამაშზე, რადგან გვსურს, რომ ქულები ავიღოთ. შემდეგ კი, როგორც იცით, ჯგუფის ლიდერს, შოტლანდიას ვხვდებით. ყველა მზად ვართ, საინტერესო საფეხბურთო სეზონის შემდეგ წარმატებული სანაკრებო სერიის გასაგრძელებლად", - აღნიშნა საბამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 17 ივნისს კვიპროსს, ხოლო 20 ივნისს შოტლანდიას ესტუმრება. ორივე მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108517