ფეხბურთი

19:33 | 13.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ 18 წლის იტალიელი ფეხბურთელის დამატებასთან ახლოსაა

„პარი სენ ჟერმენი“ 18 წლის იტალიელი ფეხბურთელის, შერ ნდურის გადაბირებასთან ახლოსაა. ფაბრიციო რომანოს ცნობით, ნიჭიერი ნახევარმცველი პარიზელებთან კონტრაქტს გააფორმებს.

ნდური, რომელიც 2004 წელს ბრეშაში დაიბადა და ფეხბურთის თამაშიც იქ დაიწყო, შემდეგ „ატალანტას“ აკადემიაში იყო, ხოლო 2020 წელს „ბენფიკას“ შეუერთდა. მას პორტუგალიელებთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ეწურება, შესაბამისად, პსჟ-ში უფასოდ გადავა. ფეხბურთელის გადაბირება პსჟ-ს გარდა, "იუვენტუსსაც" სურს, მაგრამ ფრანგები ტრანსფერის დახურვასთან ახლოს არიან.

ფეხბურთელის სურვილიცაა, რომ მისი ზრდისთვის კარიერა საფრანგეთში გააგრძელოს. შერნ ნდური იტალიის ასაკობრივი ნაკრებების წევრიცაა, ერთხელ რობერტო მანჩინიმ ეროვნული ნაკრების საწვრთნელ შეკრებაზეც იხმო, მაგრამ „სკუადრა აძურაში“ ჯერ დებიუტი არ ჰქონია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116505