ფეხბურთი

16:49 | 13.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ქვილითაიას და დვალს შეთავაზებები აქვთ, "აპოელს" მათი შენარჩუნება სურს

ნიქოზიის „აპოელის“ ქართველ ფეხბურთელებს გიორგი ქვილითაიას და ლაშა დვალს სხვა კლუბებიდან შეთავაზებები აქვთ, მაგრამ კვიპროსული მედიის ცნობით, კლუბი მათ შენარჩუნებას აპირებს.

ქვილითაიას მიმართ ინტერესი აქვს კვიპროსის ჩემპიონ „არისს“, ასევე ერთ თურქულ კლუბს, რომელიც სახელი არ გაჟღერებულა. თუმცა, „აპოელისთვის“ ოფიციალური წინადადებებით არავის მიუმართავს. უფრო მეტიც, ნიქოზიელებმა შეიძლება გიორგის ახალი კონტრაქტი შესთავაზონ.

თავის მხრივ, ინტერესი არსებობს ლაშა დვალის მიმართაც, მაგრამ მისი დარჩენის შანსი უფრო დიდია. თუ რაღაც განსაკუთრებით მოულოდნელი არ მოხდა, ქართველი მცველი „აპოელში“ არათუ დარჩება, არამედ კონტრაქტსაც ერთი წლით გაახანგრძლივებს.

გიორგი ქვილითაიამ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 33 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ლაშა დვალმა 29 შეხვედრაში თავი 4 გოლით და 1 საგოლე პასით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112485