ფეხბურთი

19:10 | 10.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

აგუერო: "ბარსელონამ" მესის დასაბრუნებლად საკმარისი არ გააკეთა"

ვეტერანმა ფეხბურთელმა სერხიო აგუერომ განაცხადა, რომ ლიონელ მესიმ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ „ბარსელონას“ არ დაელოდა და „ინტერ მაიამი“ აირჩია.

როგორც კუნმა აღნიშნა, „ბარსამ“ მესის დასაბრუნებლად ყველაფერი არ გააკეთა:

„ბარსელონამ“ ლეოს დასაბრუნებლად საკმარისი არ გააკეთა. დიახ, იყო ლა ლიგის და ეკონომიკური ვითარების მიზეზებიც, მაგრამ ლეომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ბოლო წამს არ დაელოდა, როგორც 2021 წელს“, - თქვა აგუერომ.

შეგახსენებთ, რომ სერხიო აგუერომ საფეხბურთო კარიერა სწორედ „ბარსელონაში“ დაასრულა, როდესაც გულზე წარმოქმნილი პრობლემის გამო ფეხბურთისთვის თავის დანებება მოუწია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114382