ჩოგბურთი

2:25 | 9.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

როლან გაროსის შერეული წყვილების ტიტული კატომ და პუეცმა მოიგეს

იაპონელი მიიუ კატო როლან გაროსის ქალთა წყვილების ტურნირს დისკვალიფიკაციის გამო გამოეთიშა. მაგრამ შერეულ წყვილებში მაინც მიაღწია საწადელს, რაშიც გერმანელი მეწყვილე, ტიმ პუეცი დაეხმარა. მათ ფინალში, რომელიც ფილიპ კარტიეს კორტზე გაიმართა, კანადელი ბიანკა ანდრეესკუს და ახალზელანდიელი მაიკლ ვენუსის წყვილი, 4-6, 6-4, 10-6 დაამარცხეს.

კატოს ქალთა ტურნირი იმის გამო დაატოვებინეს, რომ გათამაშებებს შორის, ბურთი კორტის მეორე მხარეს დაარტყა და ის ბურთის მიმტან გოგოს მოხვდა. მსაჯმა ამისთვის იაპონელს გაფრთხილება მისცა, მაგრამ მეტოქეებმა, ჩეხმა მარიე ბუზკოვამ და ესპანელმა სარა სორიბეს ტორმომ მსაჯს დაზარალებულ გოგოზე მიანიშნეს და შეატყობინეს, რომ ის ტიროდა. მსაჯი გოგოს გაესაუბრა და მალევე კატოს დისკვალიფიკაცია გამოაცხადა.

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (PTPA), რომლის აღმასრულებელ კომიტეტშიც ნოვაკ ჯოკოვიჩიც შედის, გამოაცხადა, რომ მსაჯის გადაწყვეტილება, „არაპროპორციული და უსამართლო“ იყო. თუმცა ამით არაფერი შეცვლოლა. კატომ კი ერთგვარი რევანში შერეულ წყვილებში ტრიუმფით აიღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121029