ფეხბურთი

12:54 | 8.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

„რეალმა“ „ლივერპულს“ ჩუამენის ტრანსფერზე უარი უთხრა

მადრიდის „რეალის" ნახევარმცველით, ორელიენ ჩუამენით „ლივერპული" დაინტერესდა, მაგრამ ესპანურმა კლუბმა 23 წლის ფეხბურთელის გაშვებაზე კატეგორიული უარი თქვა - გვამცნობს Defensa Central.

ინგლისურმა კლუბმა მადრიდელებს ფრანგში 60 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ „რეალმა" უარი განაცხადა. ისინი არ აპირებენ ნებისმიერი თანხის სანაცვლოდ ორელიენის გაყიდვას, რადგან მას საკუთარ მომავლის პროექტში მთავარ მოთამაშედ ხედავენ.

ჩუამენი „რეალს" 2022 წლის ზაფხულში შეუერთდა. 50 მატჩში ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. მხარეებს შორის ხელშეკრულებას ვადა 2028 წელს ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110167