ფეხბურთი

2:11 | 8.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ემერსონი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც უეფას ყველა ტურნირი მოიგო

ლონდონის „ვესტ ჰემის“ მცველი ემერსონ პალმიერი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც უეფას მოქმედი 5 ტურნირი მოიგო.

იტალო-ბრაზილიელმა 2019 წელს ევროპა ლიგა (ჩელსიში), 2021 წელს ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი (ჩელსიში), ასევე 2021 წელს იტალიის ნაკრებში ევროპის ჩემპიონატი და ახლა უკვე „ვესტ ჰემში“ კონფერენს ლიგა მოიგო.

ამრიგად, პირველი მოთამაშეა, რომელმაც უეფას ხუთი ტურნირი მოიგო, საკლუბო და სანაკრებო დონეზე.

შეგახსენებთ, რომ „ვესტ ჰემმა“ კონფერენს ლიგის ფინალში ფლორენციის „ფიორენტინა“ 2:1 დაამარცხა და ევროტურნირის მოგება 1965 წლის პირველად მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114845