ჩოგბურთი

1:51 | 7.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩს დიდი სლემის 23-ე ტიტულამდე ორი ნაბიჯი აკლია

ნოვაკ ჯოკოვიჩმა საფრანგეთის ღია პირველობის მეოთხედფინალში რუსი კარენ ხაჩანოვი 4-6, 7-6(0), 6-2, 6-4 დაამარცხა და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ამგვარად, დიდი სლემის რეკორდული, 23-ე ტიტულის მოპოვებამდე, მას ორი მოგება აშორებს.

ჯოკოვიჩს, ვისაც როლან გაროსის ტიტული ორჯერ აქვს მოპოვებული, პირველ სეტში გაუჭირდა - მე-11 ნომრად განთესილი მეტოქის მოწოდებაზე ერთი გეიმიც ვერ მოიგო და სეტი დათმო. მეორე სეტის მოსაგებად კი ტაიბრეიკი დასჭირდა. მაგრამ როგორც კი სეტებში ანგარიში გაათანაბრა, კორტზე სრულად გაბატონდა.

მას არ გასჭირვებია გამარჯვება და ახლა მსოფლიოს პირველი ჩოგნის, ესპანელი კარლოს ალკარასის და მეხუთე ნომრად განთესილი ბერძენი სტეფანოს ციციპასის შეხვედრას დაელოდება, რათა თავისი მომდევნო მეტოქის ვინაობა გაიგოს. ცნობისათვის, ჯოკოვიჩს საფრანგეთის ღიას ფინალში ექვსჯერ აქვს ნათამაშები.

„პირველ ორ სეტში ის უკეთ თამაშობდა. მე კი ჩემი რიტმის პოვნა გამიჭირდა. მაგრამ ტაიბრეიკზე კარგად ვითამაშე და აქედან მოყოლებული, გაცილებით უკეთ ავთამაშდი. ბოლოს კი ზედიზედ რვა გათამაშება მოვიგე და შეხვედრაც ამით დავასრულე“, - ყვება ჯოკოვიჩი.

0.116505