ავტოსპორტი

1:29 | 7.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონ ჯეიმსი ლე მანის 24-საათიანი რბოლის სასტარტო დროშას ააფრიალებს

კალათბურთის გრანდი ლებრონ ჯეიმსი, ლე მანის 24-საათიანი რბოლის ოფიციალურ სტარტერად დასახელდა. ამ უქმეებზე, გამძლეობაზე კლასიკური რბოლა მეასედ აიღებს სტარტს და მის მონაწილეებს დაწყების ნიშანს სწორედ ლებრონი მისცემს.

როგორც წესი, ლე მანის რბოლის სტარტერობის პრეროგატივა, სხვადასხვა სფეროს ვარსკვლავებს ენიჭებათ. მაგალითად, 2016 წლის რბოლას სტარტი საფრანგეთის დროშის ფრიალით, ჰოლივუდის ვარსკვლავმა ბრედ პიტმა მისცა, 1971 წელს კი ეს სტივ მაკქვინმა გააკეთა, ვინც იმავე წელს, პოპულარულ ფილმ „ლე მანში“ მთავარ როლში გადაიღეს.

რბოლა როგორც წესი, შაბათს დაიწყება, ადგილობრივი დროით, 16:00-ზე. 38 წლის ლებრონი ამბობს, რომ ლე მანის რბოლისთვის სტარტის მიცემა, მისთვის დიდი პატივი იქნება. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს მეასე ლე მანი უნდა იყოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13261