ფეხბურთი

18:20 | 6.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ალექსის მაკალისტერი "ლივერპულში" ითამაშებს

„ლივერპულმა“ მომდევნო სეზონისთვის პირველი ტრანსფერი განახორციელა. ფაბრიციო რომანოს ცნობით, იურგენ კლოპის გუნდს ალექსის მაკალისტერი შეუერთდება.

ტრანსფერის ფინანსური დეტალები უცნობია, მაგრამ არგენტინელი ნახევარმცველი კონტრაქტს 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმებს. ამრიგად, მომდევნო სეზონიდან 24 წლის მსოფლიოს ჩემპიონი „ენფილდ როუდზე“ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ალექსის მაკალისტერი გასულ წელს არგენტინის ნაკრების რიგებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ხოლო „ბრაიტონის“ მაისურით მიმდინარე სეზონში 40 მატჩში 12 გოლი გაიტანა. მას ასევე უთამაშია „არგენტინოს ხუნიორსსა“ და „ბოკა ხუნიორსში“.

0.111353