ფეხბურთი

15:09 | 6.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ნაპოლი“ ოსიმენის აგენტთან მოლაპარაკებას იწყებს

„ნაპოლის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი, მომავალ კვირას თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენის აგენტს, რობერტო კალენდას შეხვდება და ნიგერიელი ფორვარდის მომავლზე დაელაპარაკება.

დე ლაურენტისს არ სურს ამ ზაფხულის ოსიმენის გაშვება, თუ რომელიმე კლუბი დაახლოებით 120 მილიონ ევროს არ გადაიხდის. პრეზიდენტს მომავალ სეზონში სკუდეტოს კვლავ დაუფლება და ჩემპიონთა ლიგის მოგება განუზრახავს და წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვას ერიდება.

გასულ სეზნში ნიგერიელი „ნაპოლის“ ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე გახლდათ ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად. სერია A-ს 33 მატჩში მან 26 გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113381