ჭადრაკი

13:19 | 6.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა მატჩი დაიწყო

ბათუმში მდებარე სასტუმრო ‘ლეგენდა’-ს საკონფერენციო დარბაზში, ჩემპიონთა მატჩის გახსნა და პირველი ტური გაიმართა.

თამაშის დაწყების წინ მონაწილეებს მიესალმნენ: ფიდეს განსაკუთრებულ საქმეთა დირექტორი,საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი აკაკი იაშვილი და აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი.

პირველ ტურში ორივე შეხვედრა ყაიმით დაასრულდა.

მარია მუზიჩუკის ნინო ბაციშვილთან, ხოლო ანა მუზიჩუკმა მერი არაბიძესთან ითამაშა ფრე.

მეორე ტურში ორივე ქართველი მოჭადრაკე თეთრი ფიგურებით ითამაშებს.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

0.113429