ფეხბურთი

20:52 | 5.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ლაიფციგი" "ლანსის" ბომბარდირს დაიმატებს

ფრანგული „ლანსის“ და ბელგიის ნაკრების თავდამსხმელი ლოის ოპენდა სავარაუდოდ კარიერას „ლაიფცგიში“ გააგრძელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გერმანულმა გუნდმა ფეხბურთელის ტრანსფერზე შეთანხმებას უკვე მიაღწია და „ლანსი“ 23 წლის ფორვარდში 30 მილიონ ევროს მიიღებს. ოპენდათი „მილანიც“ ინტერესდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, გერმანელებმა მას გაცილებით სარფიანი წინადადება შესთავაზეს.

ლუის ოპენდამ აწ დასრულებულ სეზონში 42 მატჩში 21 გოლი გაიტანა და „ლანსის“ მეორე ადგილში დიდი წვლილი შეიტანა. ბელგიის ნაკრებში მას 8 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი, მანამდე კი „ბრიუგესა“ და „ვიტესის“ წევრი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112338