ფეხბურთი

19:27 | 3.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

მესი „ბარსასგან“ კონკრეტულ მინიშნებებს ელის და დიდხანს ლოდინს არ აპირებს

ლიონელ მესი შემდეგ კვირაში კატალონიური „ბარსელონასგან“ კონკრეტულ მინიშნებებს ელის. საუბარი „ბარსაში“ მის შესაძლო დაბრუნებას ეხება.

Relevo-ის ინფორმაციით, მესის უნდა კონკრეტული და რეალური შეთავაზებები ახლავე, მაქსიმუმ მომავალ კვირაში მიიღოს და ლოდინს არ აპირებს.

როგორც აღნიშნავენ, „ბარსელონაში“ დაბრუნება არგენტინელისთვის ჯერჯერობით პრიორიტეტად რჩება.

ამ ტრანსფერის განხორციელება ასევე პრიორიტეტულია კატალონიელებისთვისაც, რაც დღეს „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმაც დაადასტურა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113773