ფეხბურთი

13:27 | 3.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

L'Équipe: გალტიე სეზონის ბოლოს პსჟ-ს ტოვებს

პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი კრისტოფ გალტიე თანამდებობას სეზონის ბოლოს დატოვებს.

ამის შესახებ L'Équipe-ი იტყობინება.

პარიზელთათვის მიმდინარე სეზონის ბოლო მატჩი „კლერმონთან“ ფრანგი სპეციალისტისთვისაც ბოლო იქნება ამ გუნდში. კლუბი მალე ოფიციალურად განაცხადებს გალტიესთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ და ახალი მწვრთნელის მოძიების პროცესს დააჩქარებს.

გალტიესა და ფრანგულ გრანდს შორის არსებული ხელშეკრულება 2024 წლის ივნისამდე მოქმედებს.

56 წლის ფრანგის ხელმძღვანელობით, პსჟ-მ საფრანგეთის ჩემპიონატი და სუპერთასი მოიგო, ჩემპიონთა ლიგაში კი 1/8-ფინალამდე მივიდა.

0.114317