ფეხბურთი

10:55 | 3.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

აზარის ნათამაშები ერთი წუთი „რეალს“ 70 ათასი ევრო დაუჯდა

მადრიდის „რეალს“ ედენ აზარის გაშვება უნდა, მაგრამ ბელგიელი ამის წინააღმდეგია.

AS-მა გამოთვალა, რომ მიმდინარე სეზონში აზარის მიერ მოედანზე გატარებული თითო წუთი „რეალს“ 70 ათასი ევრო დაუჯდა.

ბელგიელი ფეხბურთელი წელიწადში 28 მილიონ ევროს იღებს და ესპანურ გრანდს არ აწყენდა თავიდან მოიშოროს ამხელა ანაზღაურების მქონე ფეხბურთელი, რომელიც პრაქტიკულად არ თამაშობს.

თუმცა, ბელგიელი ჯერჯერობით წასვლას არსად აპირებს - კოტრაქტის მიხედვით მას ერთი წელიწადი კიდევ დარჩა „რეალში“.

ამ სეზონში აზარმა მხოლოდ 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. ჯამში მან მოედანზე 392 წუთი გაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1117