ფეხბურთი

20:12 | 2.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია

ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია, სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად (MVP) დაასახელეს - გვამცნობს სერია A-ს ოფიციალური ვებ-გვერდი.

საგანგებო პრიზს ხვიჩას „სამპდორიას“ წინააღმდეგ, ბოლო ტურში დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე გადასცემენ.

რეიტინგები შედგენილია Stats Perform-ის ანალიზის გათვალისწინებით, რომელიც შეიქმნა Hawk-Eye სისტემის მიხედვით.

რეიტინგის სისტემა ითვალისწინებს არა მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემებსა და ტექნიკურ უნარებს, არამედ პოზიციურ მონაცემებსაც. ეს შესაძლებელს ხდის გადამწყვეტი ასპექტების გაანალიზებას, როგორიცაა მოძრაობა ბურთის გარეშე და შესაბამისად, ოპტიმალური ქმედებები, თამაშის არჩევანი და წვლილი გუნდის ტექნიკურ და ფიზიკურ ეფექტურობაში, რაც ობიექტურ და ხარისხობრივ შეფასებას იძლევა.

საბოლოო გაანგარიშებისთვის განიხილებოდა სერია A-ში ჩატარებული ყველა მატჩი (38-ე ტურის გარდა).

„ხვიჩა კვარაცხელიას გავლენა ლიგაზე შთამბეჭდავი იყო - ამბობს Lega Serie A-ს აღმასრულებელი დირექტორი, ლუიჯი დე სიერვო - მადლობა „ნაპოლის" იტალიაში ამ ნიჭიერი ფეხბურთელის ჩამოყვანისთვის, რომელმაც პირველივე მატჩებიდან აჩვენა თავისი ტექნიკის რეპერტუარი, დრიბლინგი. 12 გოლით და 10 საგოლე გადაცემით.

კვარაცხელია იყო ნეაპოლელთა ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე, რომელმაც მოიგო სკუდეტო, რომელზეც ბევრი გულშემატკივარი და ლამაზი ფეხბურთის მოყვარული ოცნებობდა.“ - დასძენს დე სიერვო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112263