ფეხბურთი

19:24 | 2.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის „რეალი“ ჰავერცის შეძენის ვარიანტს განიხილავს

მადრიდის „რეალი“ „ჩელსის“ თავდამსხმელის, კაი ჰავერცის შეძენის ვარიანტს განიხილავს - წერს Marca.

წყაროს ცნობით, მადრიდელები გერმანელი შემტევით კვლავ დაინტერესდნენ. ჰავერცის კანდიდატურა კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა და მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ შეხვედრისას განიხილეს. ისინი 23 წლის ფეხბურთელის შეძენას იმ შემთხვევაში შეეცდებიან, თუ ჰარი კეინის ან რენდალ კოლო მუანის გადაბირებას ვერ მოახერხებენ.


ჰავერცმა მიმდინარე სეზონში „ჩელსის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 47 მატჩი ჩაატარა, 9 ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ფეხბურთელის კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან 2025 წლის ივნისის ბოლომდე მოქმედებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.151897