ფეხბურთი

10:51 | 2.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერ მაიამიმ“ მესის 4-წლიანი კონტრაქტი და წელიწადში 50 მილიონი ევრო შესთავაზა
არაა გამორიცხული „ბარსელონაში“ იჯარაც

„ინტერ მაიამი“ ლიონელ მესის ტრანსფერზე მუშაობს. პსჟ-ს თავდამსხმელი სეზონის დასრულების შემდეგ, დიდი ალბათობით დატოვებს პარიზულ კლუბს. არგენტინელი სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს.

როგორც Diario Sport-ი იტყობინება, ამერიკულმა კლუბმა მესის 4-წლიანი კონტრაქტი და წელიწადში 50 მილიონი ევრო შესთავაზა.

„ინტერი“ ასევე იჩენს ინტერესს სერხიო ბუსკეტსის მიმართ.

MLS-ის კლუბის წინადადება ფინანსურად ისეთი მომგებიანი არაა, როგორიც საუდის არაბეთის „ალ-ჰილალის“ კონტრაქტი, მაგრამ „ინტერ მაიამის“ შესაძლოა დაეხმაროს ის ფაქტი, რომ მესის მაიამიში სახლი აქვს და ამერიკაში მისი ადაპტაცია უფრო იოლად ჩაივლიდა.

წყარო აღნიშნავს, რომ არაა გამორიცხული, „ინტერიდან“ მესი იჯარის წესით „ბარსელონაში“ გადავიდეს. თუმცა, ამ თემაზე მოლაპარაკება კლუბებს შორის ჯერ არ ყოფილა.

ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 35 წლის არგენტინელმა 16 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111745