ფეხბურთი

8:54 | 2.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონი" აკვირდება: მიქაუტაძე შეიძლება მშობლიურ კლუბში დაბრუნდეს

საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე დიდებული სეზონის ფონზე ევროპული კლუბების ყურადღების ცენტრშია.

le10sport-ი წერს, რომ ქართველი ფეხბურთელით ლიონის „ოლიმპიკიცაა“ დაინტერესებული. გიორგი სწორედ ლიონში დაიბადა და ამ გუნდის აკადემიაში დაიწყო თამაში, მაგრამ შემდეგ „მეცში“ გადაბარგება მოუწია.

თუმცა, „ლიონი“ ამჯერად აქტიურად აკვირდება მიქაუტაძის პროგრესს და არაა გამორიცხული ქართველი ფეხბურთელისთვის ზაფხულში იბრძოლოს. მოგეხსენებათ, მიქაუტაძით „ბარნლი“, ასევე „მილანი“ და „უდინეზე“ ინტერესდებიან. ყოველ შემთხვევაში, უცხოური პრესა ამის შესახებ წერს.

"მეცი" 22 წლის ქართველს 15-20 მილიონ ევროდ აფასებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირია 23 გოლით, ცოტა ხნის წინ კი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120571