ავტოსპორტი

1:33 | 2.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონისთვის ესპანური ეტაპი განახლებული მანქანის ტესტი იქნება

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ლუის ჰამილტონი ამბობს, რომ „მერსედსის“ მიერ ჩატარებული მანქანის განახლებების საუკეთესო ტესტი, ესპანეთის დიდი პრიზი იქნება. გერმანულმა გუნდმა W14-ის ძირეული განახლებები იმოლას რბოლისთვის მოამზადა, მაგრამ მათი ტესტირება იქ ვერ მოხერხდა, რადგან წყალდიდობის გამო, რბოლა გაუქმდა.

მომდევნო რბოლა გასულ უქმეებზე, მონაკოში ჩატარდა, სადაც ტრასის თავისებურების გამო, მანქანის რეალური შესაძლებლობების ტესტირება შეუძლებელი იყო. ბარსელონა კი ის ადგილია, სადაც გუნდები თავიანთ ახალ ტექნიკას, სეზონის წინ ამოწმებენ ხოლმე.

ძირითადი განახლებები რადიატორების კორპუსებს და საკიდარს შეეხო. გუნდში ფიქრობენ, რომ მანქანა რადიკალურად უნდა შეიცვალოს და ის პილოტებს გამარჯვებისთვის ბრძოლის შესაძლებლობას მისცემს.

„მონაკოში რბოლის შემდეგ, მონაცემები შევაგროვეთ, მაგრამ ეს რეალურ სურათს არ იძლევა. საერთოდ, სიახლეებს მონაკოში არ ამოწმებენ ხოლმე. ბარსელონას ტრეკი კი ტესტებისთვის საუკეთესო ადგილია. აქ ბევრია საშუალო და მაღალსიჩქარიანი მოსახვევები. ეს კი კარგ წარმოდგენას მოგვცემს იმაზე, თუ რისი იმედი შეიძლება გვქონდეს“, - ამბობს ჰამილტონი.

„მერსედესის“ გარდა, ბარსელონაში ტექნიკური სიახლეები სხვა გუნდებსაც ექნებათ. მათ შორის არიან „ფერარი“, „ასტონ მარტინი“ და „ალპინი“. ბარსელონაში სიახლეების გამოცდას ლიდერი „რედ ბულიც“ გეგმავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119139