ფეხბურთი

19:24 | 1.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ასენსიო პსჟ-ში წელიწადში 10 მილიონ ევროს მიიღებს
ესპანელი „რეალიდან“ უფასოდ მიდის

პსჟ მარკო ასენსიოს წელიწადში 10 მილიონ ევროს სთავაზობს.

როგორც ადრე იუწყებოდნენ, ესპანელი ფეხბურთელი „რეალთან“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, ფრანგულ გრანდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა. მან უკვე შეათანხმა ფრანგულ კლუბთან ხანგრძლივვადიანი კონტრაქტი.

The Athletic-ის ინფორმაციით, პსჟ-ში ასენსიო წლის განმავლობაში, ბონუსების ჩათვლით, 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

მოსალოდნელია, რომ შეთანხმებას ლა ლიგაში სეზონის დასრულების შემდეგ მოეწერება ხელი.

ასენსიო მიმდინარე წლის დასაწყისიდან აწარმოებდა მოლაპარაკებას „რეალთან“, მაგრამ კარლო ანჩელოტიმ, გუნდში მისი შენარჩუნების სურვილის მიუხედავად, ფეხბურთელს გასაგებად აგრძნობინა, რომ მომავალ სეზონში მადრიდელთა ძირითადი მოთამაშე არ იქნებოდა.

ასენსიოს მიმართ ინტერესს ასევე იჩენდნენ: „მილანი“, „არსენალი“ და „ასტონ ვილა“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110065