ფეხბურთი

18:07 | 1.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

„სიტიმ“ და კოვაჩიჩმა პირობები თითქმის შეათანხმეს
ხორვატი „ჩელსის“ ზაფხულში დატოვებს

მატეო კოვაჩიჩი „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლასთან ახლოსაა.

ადრეც იუწყებოდნენ, რომ „სიტიმ“ მოლაპარაკებები დაიწყო „ჩელსისთან“ ნახევარმცველის ტრანსფერთან დაკავშირებით.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კოვაჩიჩსა და „სიტის“ შორის, ფეხბურთელის პირად პირობებთან დაკავშირებით შეთანხმება უკვე პრაქტიკულად მიღწეულია.

უახლოეს მომავალში კლუბების წარმომადგენლები პირადად შეხვდებიან სატრანსფერო თანხის განსახილველად და თითქმის გადაწყვეტილია, რომ კოვაჩიჩი ამ ზაფხულს „ჩელსის“ დატოვებს.

პრემიერლიგის ახლადდასრულებულ სეზონში ხორვატმა „ჩელსის“ შემადგენლობაში 27 მატჩი გამართა და 1 გოლს 2 შედეგიანი გადაცემა მიათვალა.

0.12769