ფეხბურთი

14:38 | 1.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

მოდრიჩიც საუდეთში მიდის

„რეალის" ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა, კლუბის ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ გუნდის დატოვება და საუდის არაბეთის კლუბში გადასვლა სურს - გვამცნობს OK Diario.

ხორვატმა ფეხბურთელმა საუდეთიდან მომგებიანი შეთავაზება მიიღო. საუბარია 120 მილიონ ევროზე სამი სეზონის განმავლობაში. კლუბი, რომელმაც 37 წლის მოდრიჩისთვის ასეთი თანხის გადახდის სურვილი გამოთქვა, არ სახელდება.

ხორვატს „რეალთან“ მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს ეწურება. მანამდე ითქვა, რომ მხარეები ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.

ამ სეზონში ლუკამ „რეალის" მაისურით ყველა ტურნირზე 51 მატჩი ჩაატარა, ექვსი ბურთი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102963