ფეხბურთი

10:09 | 1.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "მკვდრები ვართ, მაგრამ ახლა უფრო ამაყი ვარ, ვიდრე მოგებული ფინალების შემდეგ"

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ევროპა ლიგის ფინალში „სევილიასთან“ (1:1) პენალტების სერიაში მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მსაჯს ერიკ ლამელა უნდა გაეძევებინა.

მოურინიოს განცხადებით, ახლა უფრო ამაყია, ვიდრე მოგებული ფინალების შემდეგ.

„თამაშამდე ვთქვი: ან თასით მივდივართ, ან მკვდრები. გამოდის, რომ მკვდრები ვართ, ფიზიკურად დაღლილები, მენტალურად დაღლილები და ვფიქრობთ, რომ შედეგი უსამართლოა, რადგან ბევრი ეპიზოდი იყო, რაზეც სასაუბრო ბევრია. თასს ვერ ვხედავ, ამიტომ, დაღლილები და მკვდრები მივდივართ. ყოველთვის ვამბობ, რომ შეიძლება თამაში წააგო, მაგრამ არასდროს უნდა დაკარგო შენი ღირსება და პროფესიონალიზმი. ევროთასებზე 5 ფინალი მოვიგე, ამჯერად წავაგე, მაგრამ ამჯერად სახლში უფრო ამაყი ვბრუნდები.

მსაჯი თითქოს ესპანელი იყო... ლამელა მეორე ყვითელ ბარათს იმსახურებდა, მერე კი მან პენალტების სერიაში გოლი გაიტანა, ხედავთ, საიდან მოდის უსამართლობა? ჩემი მომავალი? ორშაბათს შვებულებაში მივდივარ. თუ მანამდე დრო გვექნება სალაპარაკოდ, კარგია, თუ არადა, მოგვიანებით ვისაუბრებთ. ობიექტურად, არ შემიძლია ვთქვა, რომ დავრჩები. სერიოზული კაცი ვარ: კლუბის მფლობელებს რამდენიმე თვის წინ ვუთხარი, რომ ისინი პირველები იქნებოდნენ, ვისაც ვეტყოდი თუ სხვა კლუბებისგან შეთავაზება მექნებოდა, დასამალი არაფერი მაქვს. დეკემბერში კლუბთან ვისაუბრე, როცა პორტუგალიის ნაკრებიდან იყო შეთავაზება, მაგრამ მას შემდეგ არცერთ კლუბთან შეხება არ მქონია. „რომასთან“ 1-წლიანი კონტრაქტი მაქვს და ასეთი სიტუაციაა“, - აღნიშნა მოურინიომ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102887