ფეხბურთი

23:35 | 31.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტილემანსი „ლესტერს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს

„ლესტერის“ ნახევარმცველი, იური ტილემანსი, სეზონის ბოლოს კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

ასეთი გადაწყვეტილება ნახევარმცველმა კლუბის ინგლისის პრემიერლიგიდან გავარდნის გამო მიიღო.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბელგიელის ხელმოწერით ერთდროულად რამდენიმე კლუბია დაინტერესებული, თუმცა ჯერჯერობით არცერთ გუნდთან კონკრეტული შეთანხმებები არ მიღწეულა.

ტილემენსი „ლესტერს“ 2019 წელს შეუერთდა. „მელიებმა“ ნახევარმცველი „მონაკოდან“ 45 მილიონ ევროდ იყიდეს, ბელგიელმა გუნდთან ერთად ინგლისის თასი და სუპერთასი მოიგო.

მიმდინარე სეზონში მან 37 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, ოთხი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.119819