ფეხბურთი

20:51 | 31.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

იანგი „ასტონ ვილას“ სეზონის ბოლოს დატოვებს

„ასტონ ვილას“ 37 წლის ნახევარმცველი, ეშლი იანგი, გუნდს მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს - გვამცნობს ინგლისური კლუბის პრესსამსახური.

ბირმინგემებმა გადაწყვიტეს ფეხბურთელთან კონტრაქტი არ გააგრძელონ. ამრიგად, იანგი თავისუფალი აგენტი გახდება.

„გვინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადოთ ეშლის და ვუსურვოთ ყოველივე საუკეთესო მის მომავალ საქმიანობაში."- ნათქვამია კლუბის განცხადებაში.


იანგმა მიმდინარე სეზონში „ასტონ ვილას“ მაისურით 32 მატჩში ერთი გოლი გაიტანა. ფეხბურთელი გუნდში შვიდი სეზონის განმავლობაში თამაშობდა (2007-დან 2012 წლამდე და ასევე 2021-2023 წლებში).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116914