ძიუდო

16:46 | 31.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

EJU: “ასკილაშვილი შესანიშნავი გუნდური მოთამაშეა, კაპანაძეზე კი დიდი იმედები უნდა დავამყაროთ“

3-4 ივნისს პრაღაში ძიუდოში იუნიორთა ევროპის თასი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას. ტურნირის დაწყების წინ ევროპის ძიუდოს კავშირმა საქართველოს ნაკრები გამოარჩია.



„შეიძლება რამდენიმე ლიდერი დუშანბეში, უფროსთა ტურნირზე მიემგზავრება, მაგრამ პრაღის იუნიორთა ევროპის თასზეც არანაკლები მსოფლიოს და IJF ტურის წარმომადგენლები გვეყოლება. კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს შერეულმა გუნდურმა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. +100 კგ. წონით კატეგორიაში გელა ზაალიშვილი ტიტულისკენ იმ დღის აღმოჩენას, 19 წლის ეთერ ასკილაშვილს გაუძღვა. მიუხედავად იმისა, რომ მისი დოსიე წარმატებებით არ არის გაჯერებული, ეთერმა დაამტკიცა, რომ შესანიშნავი გუნდური მოთამაშეა და კარგად უმკლავდება ზეწოლას. იგი ამ უქმეებზე თავის ჩვეულ წონაში, 63 კგ.-ში მიიღებს მონაწილეობას.

ასკილაშვილი არ არის ერთადერთი ქართველი, რომელის პრაღაში ბრწყინვალე შედეგით ჩადის. ახალგაზრდული ვაჟთა გუნდიც არ უნდა დავივიწყოთ საბა სამადაშვილის (73 კგ.) და დავით ქარელის (66კგ.) შემადგენლობით. ორივე მათგანი კადეტებში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონია. აქვეა 60 კგ.-ში დავით ლომიტაშვილი, რომელმაც კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამ სპორტში ასაკი არაფერს ნიშნავს და ყველას ყველას დამარცხება შეუძლია, რაც კოტე კაპანაძემ ამ წლის თბილისის გრანდ სლემზეც დაამტკიცა, რომელმაც ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი, ცენდ-ოჩირ ცოგბაატარი დაამარცხა და გუნდურ შეჯიბრზე, დოჰაში სოიჩი ჰაშიმოტოს დაუპირისპირდა. თუ 20 წლის ძიუდოისტს ასე შეუძლია მსოფლიოს საუკეთესოებთან ბრძოლა, პრაღაში მასზე დიდი იმედები უნდა დავამყაროთ“ - წერია სტატიაში.

პრაღაში გასამართ იუნიორთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით 42 სპორტსმენი წარსდგება - 36 ვაჟი და 6 გოგონა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113336