ფეხბურთი

14:17 | 31.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა

„მანჩესტერ სიტის“ ესპანელი მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა ინგლისის პრემიერ ლიგის 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.



ესპანელმა სპეციალისტმა „მანჩესტერ სიტისთან“ ერთად ძალიან კარგი ბოლო მონაკვეთი ჩაატარა და თითქმის მთელი სეზონის განმავლობაში პირველ ადგილზე მყოფ „არსენალს“ ტიტულისთვის ბრძოლაში აჯობა.

გვარდიოლამ აღნიშნული ჯილდო კარიერაში მეოთხედ მიიღო. აქამდე ის პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელი 2017/18, 2018/19 და 2020/21 წლებში იყო გამხდარი. აღსანიშნავია, რომ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელადაც „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი, ერლინგ ჰოლანდი დასახელდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114641