ფეხბურთი

13:50 | 31.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" შესაძლოა მანე ვლაჰოვიჩში გაცვალოს

მიუნხენის „ბაიერნმა“ შესაძლოა „იუვენტუსის“ თავდამსხმელი დუშან ვლაჰოვიჩი დაიმატოს. ამის შესახებ Sky Deutschland-ი წერს.

წყაროს თანახმად, გერმანული გრანდი, რომელიც ფორვარდს ეძებს, ვლაჰოვიჩით დაინტერესებულია, მაგრამ სერბის ტრანსფერისთვის საჭიროა ტომას ტუხელის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დატოვება, რადგან სწორედ ისაა დუშანის ტრანსფერის ერთ-ერთი ინიციატორი.

მეორე საკითხია გუნდში კარლ-ჰაინც რუმენიგეს დაბრუნება, რაც პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰაინერმა დაადასტურა. რუმენიგეს კი „იუვენტუსთან“ კარგი ურთიერთობა აქვს. გერმანული გამოცემა ასევე წერს, ვლაჰოვიჩისა და სადიო მანეს ბარტერის ალბათობაზე.

სენეგალელმა მიუნხენში მოლოდინი ვერ გაამართლა და გერმანელები მზად არიან მას შეელიონ. ვლაჰოვიჩის მაღალი სატრანსფერო ფასიდან გამომდინარე კი არაა გამორიცხული მის ტრანსფერში ჩართონ.

შეგახსენებთ, რომ დუშან ვლაჰოვიჩი „იუვენტუსმა“ 2022 წლის ზაფხულში ფლორენციის „ფიორენტინადან“ 75 მილიონ ევროდ შეიძინა, მაგრამ იმ დონეზე ჯერჯერობით ვერ თამაშობს, რასაც მისგან ტურინში ელოდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112348