ჩოგბურთი

2:43 | 31.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

მედვედევი როლან გაროსს პირველივე წრეში გამოეთიშა

საფრანგეთის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირი, მისი ერთ-ერთი ფავორიტის გარეშე დარჩა - ტურნირს რუსი დანიილ მედვედევი გამოეთიშა. ის საკვალიფიკაციო ეტაპგამოვლილ ბრაზილიელთან, ტიაგუ სიბოტ უაილდთან, 7-6(5), 6-7(6), 2-6, 6-3, 6-4 დამარცხდა.

სიბოთ უაილდს ამ სეზონში, თიხნარ კორტებზე ორი ჩელენჯერი აქვს მოგებული, თუმცა მისგან მსოფლიოს მეორე ჩოგანთან გამარჯვებას არავინ ელოდა. რუსს რომის მასტერსის ტურნირი აქვს მოგებული და პარიზშიც ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იყო.

მაგრამ ბრაზილიელის სისწრაფეს და ძლიერ დარტყმებს, საკმაოდ მონოტონური თამაში დაუპირისპირა, რასაც მსაჯთან ხშირ კამათს „უზავებდა“. შეხვედრა ხუთსეტიანი იყო და ოთხი საათი და 15 წუთი გრძელდებოდა.

„დანიილის თამაშს ბავშვობიდან ვუყურებ და ამ კორტზე მისი დამარცხება ჩემთვის ოცნების ასრულებაა. მეტწილად ფორჰენდით (წაღმა დარტყმა) ვთამაშობდი და ამან კარგად იმუშავა. მეორე სეტის დასაწყისში, კუნთის კრუნჩხვა დამეწყო, მაგრამ მაინც ბრძოლისთვის განვეწყე და ამან ჩემი საუკეთესო ჩოგბურთის თამაშის საშუალება მომცა“, - განაცხადა სიბოტ უაილდმა, ვისაც რეიტინგში 172-ე ადგილი უკავია.

მედევედევმა შეხვედრის დასაწყისშივე მიაღწია ბრეიკს, მაგრამ მეოთხე გეიმში სიბოტ უაილდმა მშრალად მოუგო გეიმი და ანგარიში გაათანაბრა. სეტი ტაიბრეიკზე გადავიდა, სადაც ბრაზილიელი უფრო სტაბილური იყო და მან ანგარიში გახსნა.

მეორე სეტიც მსგავსი სცენარით წარიმართა და ამჯერადაც, უკეთესის გამოსავლენად, ტაიბრეიკი გახდა საჭირო. აქ მედვედევმა ორი სეტ პოინტის მოგერიება შეძლო, რის შემდგაც თავად გაუჩნდა შანსი. და ამჯერად, სიბოტ უაილდის დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა - სეტებში ანგარიში გათანაბრდა.

მესამე სეტი ფაქტობრივად ცალმხრივი აღმოჩნდა - ის რუსმა იოლად მოიგო, რის შემდეგაც, მისმა მეტოქემ სამედიცინო დახმარება მოითხოვა - მას ცხვირიდან სისხლი წასკდა და გარდა ამისა, თითიც იტკინა. კორტზე დაბრუნებულმა, სიბოტ უაილდმა სეტებში ანგარიში გაათანაბრა

გადამწყვეტი სეტის დასაწყისში, ბრაზილიელმა ზედიზედ ორი გეიმი მოიგო. მეექვსე გეიმში მედვედევმა ანგარიში გაათანაბრა - 3-3. მაგრამ სიბოტ უაილდმა მეშვიდე გეიმშივე კიდევ ერთხელ მოიგო მეტოქის გეიმი და 4-3 დაწინაურდა. და ეს საკვანძო მომენტი გამოდგა, რადგან რუსმა ანგარიში ვეღარ გაათანაბრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123109